ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.
ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ მეამბოხეები დასთანხმდებიან მოლაპარაკებებს, მას პოლკოვნიკ კადაფის შვილი საადი უხელმძღვანელებს.
მეამბოხეებს, რომლებიც აკონტროლობენ ქვეყნის უმეტეს ნაწილს, მათ შორის ტრიპოლს, აცხადებენ, რომ მათი ვარაუდით კადაფი ტრიპოლის ერთ-ერთ რაიონში იმალება.
როგორც BBC - ს კორესპონდენტი ლიბიიდან იუწყება, მოლაპარაკებების შეთავაზება კადაფის კიდევ ერთი ხერხია ხელისუფლებაში დასარჩენად.
ამასთან, ტრიპოლის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე, გუშინ 50 ცხედარი აღმოაჩინეს.