პაკისტანში ტერორიტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, ორგანიზაციაში „მეორე კაცი" ატია აბდ ალ-რახმანი მოკლეს.
ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, იუწყება „ბი-ბი-სი".
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ალ-რახმანის მკვლელობა სერიოზული ადრტყმაა, რომელიც „ალ-ქაიდას" მიადგა.
მისი თქმით, ატია აბდ ალ-რახმანი უშუალოდ მონაწილეობდა მთელი რიგი ტერორისტული ოპერაციების დაგეგვასა და განხორციელებაში.
გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალ-რახმანი მოკლული იქნა 22 აგვისტოს, პაკისტანის ვაზირისტანის პროვინციაში.