როგორც ცნობილია, პლატონს სიყვარულის იმ ფორმის განსაზღვრას მიაკუთვნებენ, რომელიც სექსუალური კონტაქტის გარეშე სულიერ ერთიანობას გულისხმობს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა თავად ფილოსოფოსისთვის ეროტიკა უცხო ხილი არ იყო.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, რომელიც პლატონური სიყვარულის ფუძემდებლად ითვლება, თავად არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი შეყვარებულებს შორის ფიზიკური ურთიერთობებისა. ამის შესახებ მეცნიერებმა პლატონის ჩანაწერების შესწავლის საფუძველზე განაცხადეს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პლატონი იყო შუალედური პოზიციის მიმდევარი, რომელიც არ გულისხმობს როგორც მკაცრ თავშეკავებას, ასევე უწესრიგო სექსუალურ კავშირებს.
მანჩესტერის უნივესტიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ჯეი კენედმა პლატონის ცნობილი კოდი გატეხა. როგორც ცნობილია, პლატონის მასწავლებელი სოკრატე დაისაჯა "ახალი სულით ახალგაზრდობის გარყვნისთვის", პლატონს კი, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უსაფრთხოების ზომების მიღება დასჭირდა. სწორედ ამიტომ, ფილოსოფოსი იყენებდა შიფრს მუსიკალური სიმბოლოების სახით, რათა თავისი რეალური შედეხულებები გადმოეცა.
"პლატონი - საბერძნეთის ოქროს ხანის აინშტაინი - დიდი ხანია მიიჩნევა სექსის გარეშე სიყვარულის - პლატონური სიყვარულის მომხრედ, თუმცა კვლევები აჩვენებენ, რომ ფილოსოფოსი სულაც არ ყოფილა მორცხვი. გაშიფრული ჩანაწერების მიხედვით, პლატონისათვის მორალი ნიშნავდა ზომიერებას და მას სურდა, რომ ხალხს თავი აერიდებინა როგორც თავშეკავებისთვის, ასევე პრომისკუიეტიუსთვის,"- განმარტავს მეცნიერი.