ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქარიშხალ "აირინის" გამო 7 ათასამდე ავიარეისი გადადო. ფრენები 29 აგვისტომდე შეწყდა.
ათასობით მგზავრი ვაშინგტონიდან ბოსტონში ჩასაფრენად რეისის შესრულებას აეროპორტშივე ელოდება.
გადაწყვეტილია, რომ აეროპორტები საერთაშორისო რესიებს აღარ მიიღებენ და დატვირთვა მხოლოდ შიდა რეისებზე იქნება.
ნიუ-იორკში შეჩერდება ასევე მატარებლების, მეტროს და ავტობუსების მოძრაობა. ქალაქიდან უკვე ევაკუირებულია 300 ათასზე მეტი ადამიანი.
ანალიტიკოსების გათვლებით, "აირინმა" აშშ-ს შესაძლოა 6,5 მლრდ. დოლარზე მეტი ზარალი მოუტანოს.