ხვალ, 27 აგვისტოს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დამოუკიდებლობიდან 20 წელი სრულდება. 1991 წლის 27 აგვისტოს ევროპის საბჭომ ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის - დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო.
1918-40 წლებში ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ. შემდეგ ჩართულნი იქნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წლიდან კი კვლავ გავიდნენ მსოფლიო არენაზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
27 აგვისტოსვე 20 წელი სრულდება მოლდოვას დამოუკიდებლობიდან. 1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამას მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წელს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.