ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 18 კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს პრესი" ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტერორისტული აქტი თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოაწყო, რომელმაც დანაღმული ავტომობილი გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან ააფეთქა.
ინციდენტის შედეგად შენობის ფლიგელი დაზიანდა, რომელიც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან ახლოს მდებარეობდა.
"გაეროს შენობაზე თავდასხმა - ეს არის თავდასხმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე. გაეროს მისია იქ იმიტომ იმყოფება, რომ ნიგერიელ ხალხს დაეხმაროს, ამიტომ ეს ტერაქტი შოკისმომგვრელი იყო", - განაცხადა ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა ეჟი ბუზეკიმ.