იტალიაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ავტომობილს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე 25 წლის რატი ლოლუა მართავდა ავარიში მოყვა, რის შედეგედაც ავტომანქანაში მჯდომი ასევე საქართველოს მოქალაქე 22 წლის ქეთევან სვანიძე გარდაიცვალა.
რატი ლოლუას სამო ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც მძიმეა. გარდაცვლილი სვანიძის ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. ისინი იტალიაში მუშაობდნენ და დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც მათი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიებას იტალიელი სამართალდამცავები აწარმოებენ.