განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ პრემიერ-მინისტრს ანგარიში ჩააბარა. შაშკინმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმატერბული უწოდა განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო სწორ პოლიტიკას ატარებს.
"მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. წელს უფრო მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელო გვყავს, ვიდრე შარშან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა იყო სწორი. მასწავლებლებმაც გაითვალისწინეს მოტივაცია, რომელიც სასერთიფიკაციო გამოცდებში იყო ჩადებული. ამირტომაც წელს 2-ჯერ მეტმა პედაგოგმა ჩააბარა გამოცდები წარმატებით, რისთვისაც მათ ხელფასსზე 75 ლარიანი დანამატი დაენიშნებათ."- განაცხადა შაშკინმა.
ამასთან დიმიტრი შაშკინმა კმაყოფილება გამოთქვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ აბტურიენტებმაც, რომ შარშანდელთან შედარებით, წელსაც უკეთესი შედეგები აჩვენეს.
"მოსწავლებმაა აჩვენეს უკეთესი აკადემიური მაჩვენებელი, ვიდრე შარშან, რაც პირდაპირ უკავშირდება საატესტაციო გამოცდების შემოღებას"- აღნიშნა შაშკინმა.