დრო, როდესაც პირველ ადგილზე იყო სიბრძნე, წარსულს ჩაბარდა. ამჟამად გოგონებს სულ სხვა იდეალები აქვთ. არავითარი აზრი არ აქვს იმის განსჯას, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ქალებს არ ძალუძთ ამის შეცვლა. მრავალ ქალს სურს კარიერაში წინსვლა, ამჟამად მათი მიზანი სწორედ ეს არის, თუმცა ეს გზა არც ისე იოლია და მათ საკუთარი მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ „ხერხად" სექსი იქცა. მართალია, ეს ქმედება ხშირ შემთხვევაში დაგმობის ღირსი ხდება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ განმკიცხავთა უმეტესობა, თავადაც დიდი სიამოვნებით გადადგამდა ამ ნაბიჯს.
სამსახუროებრივი მდგომარეობა
კვლევების შედეგად დგინდება, რომ „სამსახუროებრივი სექსის" ცდუნება საკმაოდ მაღალ ხარისხს შეიცავს. მეტწილად ამ ხერხს მიმართავენ ქალები, რომლებიც სამსახურეობრივ რომანს იწყებენ საკუთარ უფროსებთან და ჩვეულებრივი მდივნის, ან ასისტენტის პოზიციიდან იკვლევენ გზას კომპანიის მმართველ ელიტაში. ეს ფაქტი ბევრისთვისაა ცნობილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, როლები იცვლება და თავად ქალები უწყობენ ხელს თავიანთ თანამშრომელ მამაკაცებს კარიერის მოწყობაში. ასეთი ქალები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ მათ პარტნიორებს ანგარება ამოძრავებთ.
პარტნიორის დამორჩილება
მამაკაცი და ქალი ნაკლებად იქმნიან ილუზიას ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. ისინი სექს განიხილავენ, როგორც საშუალებას, რომლითაც შესაძლოა პარტნიორის მართვა და რიგ შემთხვევაში მისი დამორჩილებაც კი. ასეთი ვითარება მეტწილად მეძავეობის ანალოგიურია, თუ მეძავეობის შემთხვევაში ვაჭრობის საგანში - სხეულში იხდიან ფულს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ „ანაზღაურების" განზომილებაა შეცვლილი.
საინტერესო კვლევა
ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებმაც სპეციალისტები შოკში ჩააგდო. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ ქალების რა რაოდენობა თანხმდება საკუთარი კარიერის მოსაწყობად საკუთარ შეფთან სექსს.
კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქალების 75 %-ი თანახმაა საკუთარი კარიერის ზრდა სექსს დაუკავშიროს. შესაბამისად, თანამედროვე ქალების მორალურ მდგრადობაზე ამ მიმართებით საუბარი გადაჭარბებულია, რადგანაც მათ გააჩნიათ მიზანი და შესაბამისად, აპრობირებული საშუალება წარმატების მისაღწევად. ანალოგიური კვლევა მამაკაცებთან მიმართებაში არ ჩატარებულა, შესაბამისად კაცებში კარიერის სექსის საშუალებით მოწყობის პროცენტული მაჩვენებელი დადგენილი არ არის, თუმცა ნათელი ხდება ჩატარებული კვლევის შედეგად, თუ საიდან გაჩნდა მდივნის სტერეოტიპი, რომელიც მზადაა საკუთარ ბოსს გაუწიოს ყველა სახის მომსახურება, ფაქტობრივად კი, აღნიშნულის მიზანს საკუთარი წარმატებული კარიერა წარმოადგენს.
ქალების მეთოდი
ალბათ, თანაგრძნობას საჭიროებენ ის ქალები და მამაკაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაყოფიერი შრომით კარიერაში წინსვლას მიაღწევენ. ასეთი შემთხვევების რაოდენობა პროცენტულად ძალიან დაბალია. შესაბამისად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ისეთი ადამიანური თვისებები, როგორიცაა ღირსება, იდეალი, საქმის ერთგულება, ხშირ შემთხვევაში სწორედ იმ ადამიანების მიერ ხდება გათელილი, რომლებიც მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ საკუთარი კომპანიების წარმატებაზე, რადგან ფავორიტები მეტწილად ისეთი ადამიანები ხდებიან, რომელთა გარეგნობის მიღმა, არც ცოდნა და არც ინტელექტი არ არის. სწორედ აღნიშნული აიძულებს მორალურად მდგრადებსაც კი საკუთარ პრინციპებთან კომპრომისზე წავიდნენ.
ურთიერთობის ნორმები
თანამედროვე საზოგადოებაში იზრდება აზრი, რომ სექსი უფროსთან ნორმალური მოვლენაა. პატიოსანი შრომა ვერ ხდება წარმატების მიღწევის საშუალება. სამწუხაროა, რომ სამსახურებრივი რომანები კარიერის მოსაწყობად არ მიიჩნევა როგორც ღალატი და ის ხდება საშუალება, რომლის მიხედვითაც ქალს შეუძლია საკუთარ მიზნებს მიაღწიოს.