ამერიკის შეერთებული შტატების ექვს შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარიშხალი "აირინი" უახლოვდება.
ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი სანაპიროზო ზოლს ხვალ მიაღწევს. მაშველები და სამხედროები მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ. მეტეოროლოგები 30 სმ სიმაღლის ნალექის მოსვლას და 4 მეტრამდე ტალღებს ელოდებიან.
აღნიშნულის გამო შესაძლოა, ნიუ იორკიდან მოსახლეობის ევაკუაციაც დაიწყოს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ქალაქის მერმა,მაიკლს ბლუმბერგმაც გააკეთა
"მოგიწოდებთ - ყველამ მოიმარაგეთ უმთავრესი ნივთები და პროდუქტები, რომლის წაღებასაც შეძლებთ, თუკი სახლების დატოვება მოგიხდებათ", - მიმართა ნიუ იორკის მერმა ქალაქის მაცხოვრებლებს.