მექსიკაში კაზინოზე შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის დროს 51 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, დაახლებით ოცი შეიარაღებული ადამიანი ქალაქ მონტერეიში კაზინო "Casino Royale" შეიჭრა, დაარბია და შემდეგ ცეცხლი მოუკიდეს.
ადგილობრივი სამართალდამცველბის განცხადებით, ინციდენტის შედეგად გარდაცვლილბების რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.
ამასთან, პოლიცია კაზინოზე თავდასხმის ერთ-ერთ ვერსიად ნარკოკარტელის წარმომადგენლების მხრიდან გასართობი ცენტრების მფლობელთა დაშინებას განიხილავს.