სალვადორმა ოფიციალურად განაცხადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, სალვადორის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განამრტებით, "აღიარება გახდება მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი დრეგულირების პროცესის ხელშეწყობისთვის".
"ისევე როგორც 2009 წლის ივნისში, 50 წლის შემდეგ ჩვენ აღვადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობა კუბასთან, ამჟამად ჩვენ ვაცხადებთ პალესტინის, როგორც სრულუფლებიანი სახელმწიფოს აღიარების შესახებ", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მაურისიო ფუნესმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში "მიღწეულ იქნება დადებითი შედეგები".
შეგახსენებთ, რომ პალესტინის აღიარების განცხადებები უკვე გააკეთეს ჰონდურასმა, კოსტა-რიკამ, ნიკარაგუამ და დომინიკის რესპუბლიკამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, ბოლივიამ, ჩილემ და ეკვადორმა.