აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ხელისუფლებამ, ქარიშხალ „აირინის" მოახლოების გამო 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქარიშხალმა, შესაძლოა, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, მენის შტატამდე ნგრევა გამოწვიოს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, „აირინს" სპეციალისტებმა საფირისა და სიმფსონის შკალით უკვე მიანიჭეს მესამე კატეგორია. მოსალოდნელია ქარის სიჩქარის განვითარება 178 კვ/სთ-მდე.
გუშინ, კუნძულ ოკრაკოკიდან 5800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კუნძულ ოკრაკოკიდან 5800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
შესაბამისმა სამსახურებმა უკვე მიმართეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის მოსახლეობას მოიმარაგონ პროდუქტები და პირველადი აუცილებლობის საგნები, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება მათი ევაკუაცია.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ უშუალოდ აშშ-ს სანაპიროებთან ქარიშხალი შაბათ-კვირას „მოიქნევს კუდს".