დღეს, 26 აგვისტოს, ფრანგი პოეტი, გიიომ აპოლინერის დაბადებიდან 131 წელი შესრულდა. გიიომ აპოლინერი (ნამდვილი სახელი - ვილჰელმ ალბერტ ვლადიმირ აპოლინარის დე ვაზ-კოსტროვიცკი), 1880 წლის 26 აგვისტოს რომში დაიბადა.
"მირაბოს ხიდის" ავტორის შემოქმედება მოიცავს ასევე ნოველებსა და ეროტიკულ რომანებს. მან შემოიტანა კალიგრამები. აპოლინერის შემოქმედებამ გავლენა მოახდინა თითქმის ყველა ავანგარდულ მიმდინარეობაზე, მანვე დაუდო საფუძველი სიურრეალიზმს ("ტირეზიას კერტები", 1917).
აპოლინერი 1918 წელს პარიზში გარდაიცვალა.