ტელეკომპანია „ალ-არაბიამ" ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის აუდიო მიმართვა გაავრცელა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, პოლკოვნიკმა მშობლიური ქალაქის სიტრას მოსახლეობას მიმართა.
კადაფიმ მოუწოდა მოსახლეობას გაანადგურონ ამბოხებულები და გაათავისუფლონ ლიბიის დედაქალაქი.
"ლიბია ლიბიელებისთვის, და არა ჯაშუშებისა და იმპერიალისტებისთვის, არა საფრანგეთისთვის, არა სარკოზისთვის, არა იტალიისთვის. ტრიპოლი ჩვენია და არა მათი ვისაც ნატოს იმედი აქვს", - განაცხადა კადაფიმ მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ სიტრა ამჟამად ამბოხებულების მთავარი სამიზნეა.