ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებები განახლდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, ძლიერი შეტაკებები ტრიპოლიში მდებარე სასტუმრო "კორინთიასთან" მიმდინარეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთს მეამბოხეების ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა.
კადაფის ძალებსა და მეამბოხეებს შორის კი ამ დროისთვის შეტაკებები დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ მძიმე საბრძოლო ტექნიკას იყენებენ.