ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათ ინფორმაციით, ისარელის საჰაერო ძალების მიერ განხორცილბული ავიადარტმების დროს დაჭრილებს შორის ქალები და მცირერეწლოვანი ბავშვებიც არიან.
"ჰამასმა" მზადყოფნა გამოთქვა, პალესტინური დაჯგუფებები ისრალეთან დაზავდნენ, რათა შეწყდეს სროლა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელემა ღაზას სექტორის დაბომბვა მას შემდეგ დაიწო, რაც რამდენიმე დღის წინ რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" წევრებმა სარაკეტო თავდასხმის დროს სამი ებრაელი მოკლეს.