ლიბიის ლიდერი მუმარ კადაფი უცხოელი შუამავლის მეშვეობით საზღვარგარეთ 25 ტონა ოქრო გაყიდვას გეგმავს, რათა მხარდამჭერებს გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალური გაზეთი "Correr della Sera" ლიბიის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელ ფარხატ ბენგდარზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ოპოზიციის მხარეს გადავიდა.
მისი თქმით, კადაფი ცდილობს, მოისყიდოს ლიბიელები, რათა ქვეყანაში ქაოსი გაგრძელდეს.
"ლიბიის ოქროს რეზერვი 10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. შესაძლოა, კადაფიმ ამ რეზერვის ნაწილი გადამალა, რათა თავისი გეგმებისთვის მოიხმაროს", - აღნიშნავს ბენგდარი.