ლიბიის ლიდერის, მუმარ კადაფისა და მისი შვილების სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ ნატომ აჯანყებულებს ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოკსმა განაცხადა.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნატომ ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია თავის დაზვერვაზე დაყრდნობით მუამარ კადაფის და რეჟიმის სხვა წარმოამდგენლების დასაკავებლად", - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ფოქსმა კატეგორიულად უარყო "Daily Telegraph" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტრიპოლის აღებასა და კადაფის დასაპატიმრებლად სპეცოპერაციაში ბრიტანული სპეცრაზმის მონაწილეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და მუამარ კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს.
კადაფის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და მის მპოვნელს მეამბოხეები 2 მილიონი ლიბიური დინარით დასაჩუქრებას ჰპირდებიან.