იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკო ფრატინის განცხადებით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერმა სამხედროებმა იტალიის ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტები გაიტაცეს, მათი მძღოლი კი მოკლეს.
როგორც იტალიის მხარე იუწყება, ისინი ტრიპოლიში, ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. გატაცებულები დაუკავშირდნენ გაზეთის რედაქციას და განაცხადეს, რომ ისინი კარგად არიან.
მეამბოხეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მუამარ კადაფის ადგილსამყოფელის დადგენას. შეგახსენებთ, რომ კადაფის მპოვნელისთვის ფულადი ჯილდო დაწესდა 1.7 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით.