"ვიკილიქსი" მორიგ სკანდალურ მასალებს აქვეყნებს.
ამჯერად გამოქვეყნებული მასალები აშშ-ის დიპლომატების მიმოწერას ეხება, რუსეთის ურთიერთობის შესახებ დსთ-ს ქვეყნებთან.
გამოქვეყნებული მასალები მოიცავს 2004-2008 წლებს და მასში ძირითადად საუბარია მოსკოვსა და კიევს შორის გაზის საკითხზე წარმოქმნილ დავაზე, ასევე საბაჟო კავშირის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რუსეთს, ყაზახეთსა და ბელორუსს შორის.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ერთ-ერთ დოკუმენტში ამერიკელი დიპლომატი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საბაჟო კავშირის არის ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მოსკოვი ცდლობს ასტანაზე გავლენა მოახდინოს.
ამერიკელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ საბაჟო კავშირი გაართულებს ყაზახეთის ვმო-ში გაწევრიანებას.