ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სია გამოაქვეყნა.
სიას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უდგას სათავეში, მეორე ადგილზე კი აშშ-ის სახელწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია. მესამე ადგილზეა ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი.
"ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა ბიზნესსექტორში მოღვაწე 4 ქალბატონიც. კერძოდ, კომპანია PepsiCo-ს ხელმძღვანელი ინდრა ნუი, "ფეისბუქის" ოპერაციული სისტემების დირექტორი შერილ სანდბერგი, Bill & Melinda Gates Foundation-ის თანათავმჯდომარე და ბილ გეიტსის მეუღლე მელდინა გეიტსი და Kraft Foods ხელმძღვანელი ირენ როზენფერდი.
ათეულში ასევე არიან ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ლიდერი სონია განდი, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტიან ლაგარდი.