ლიბიის ჯანდაცვის მინისტრი მუჰამედ ჰაიდჟაზი და დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გენერალ ხალიფა მუჰამედ ალი ამბოხებულების მხარეს გადავიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ტელეარხები ავრცელებენ.
ჰადჟაზიმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აპირებდა კადაფის მიტოვებას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ იმიტომ ვერ შესძლო, რომ ეშინოდა არ მოეკლათ.
შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და მისი ლიდერის მუამარ კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს.
ამასთან, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და მის მპოვნელს მეამბოხეები 2 მილიონი ლიბიური დინარით დასაჩუქრებას პირდებიან.