ხდის ხეობაში დაკარგული მამაკაცის ძებნა დღეს, 25 აგვისტოს, განახლდება. სამშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა და საღამოს, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.
ორი 6-კაციანი მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფი მწვერვალ გორზე იყო ასული, ერთ-ერთმა 30 წლის მამაკაცმა ნისლში მარტო დაშვება გადაწყვიტა, მას შემდეგ, მესამე დღეა, ის აღარც ჯგუფის წევრებს, აღარც ქართველ მესაზღვრეებს და არც ადგილობრივებს აღარ უნახავთ, დაკარგული არც შინ მისულა.
მწვერვალი 4, 200-მეტრიანია, მაგრამ რთულ მარშრუტად არ მიიჩნევა. მეგობრები ამბობენ, რომ დაკარგული გზას კარგად იცნობდა და გამყოლის გარეშე იქ ხშირად დადიოდა.