დღეს, 25 აგვისტოს, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის დამოუკიდებლობიდან 20 წელი სრულდება.
ბელარუსმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა სწორედ მინსკში შეიქმნა. 1999 წელს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-ბელარუსის კავშირის შექმნის შესახებ.