კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ირი მზადაა დაუბრუნდეს ექვსმხრივი მოლაპარაკებების მაგიდას კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული პრობლემის დარეგულირების საკითხზე.
შესაბამისი განცხადება რუსეთში ქვეყნის პრეზიდენტთან დიმიტრი მედევედევთან შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა.
„კიმ ჩენ ირმა გამოთქვა მზადყოფნა დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და მაშინ მოლაპარაკებების პროცესში ისინი მზად იქნებიან შემოიღონ მორატორიუმი ბირთვული მასალების წარმოებაზე და გამოცდაზე", - განაცხადა მედვედევის პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ.
შეგახსენებთ, რომ კორეის ბირთვული პრობლემის შესახებ ექვსმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მონაწილეობით უკვე მრავალი წელია მიმდოინარეობს ,თუმცა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის გამო ის შეწყდა.