უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი თბილისშიც აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ და ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა საელჩოს წარმომადგენლებმა ტარას შევჩენკოს ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
1991 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე, უკრაინის მოქალაქეების 90%-მა მხარი უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
დღევანდელი დღე მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში აღინიშნება, სადაც უკრაინელები ცხოვრობენ.