ჩინეთის ორი უდიდესი ქალაქის შანხაისა და პეკინის თავზე, თითქმის ერთდროულად გამოჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ჩინური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი 20 აგვისტოს ადგილობრივი დროით 21 საათზე 10,7 ათას მერტრზე დაფიქსირდა.
გიგანტური ზომის „ამო" ერთდროულად, ამ რაიონში მფრინავმა ათობით თვითმფრინავმა დააფიქსირა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ დაადასტურა ინფორმაცია შანხაის ცაში „ამოს" დაფისირების შესახებ.
ანალოგიური მოვლენა დაფიქსირდა პეკინის მოსახლეობის მიერაც.
ჩინურ ინტერნეტბლოგებში გამოჩნდა ფოტოები, სადაც თვალნათლივ ჩანს თავდაპირველად პატარა და შემდგომ კი მნიშვნელოვანი ზომის რგოლისებრი მანათობელი ობიექტი, რომელიც გამოჩენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თვალთახედვიდან გაქრა.