რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს გააჩნია ინფორმაცია, 2006 წელს საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლული „ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის შესახებ.
„გამოძიებას გააჩნია ინფორმაცია დანაშაულის სავარაუდო დამკვეთზე, თუმცა ამ ინფორმაციის განსაჯაროებას გამოძიება ნაადრევად მიიჩნევს", - აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თავად „ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, სამშაბათს, 23 აგვისტოს გამოძიებამ დაკითხვის შედეგ დააკავა მილიციის პოლკოვნიკი დიმიტრი პავლიუჩენკო.
დღეს გამოძიება შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოს წინაშე პავლიუჩენკოს დაპატიმრების შესახებ. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით მას 10 დღის ვადაში ბრალს წაუყენებენ.