ნატო-ს განცხადების თანახმად, ლიბიაში ომი ამ დროისთვის დასრულებული არ არის, თუმცა მალე დამთავრდება.
"ამ დროისთვის კადაფის ძალების მხრიდან წინააღმდეგობას კიდევ ვაწყდებით, ამიტომ არ შეიძლება ითქვას რომ ომი დასრულებულია. ჩვენ ყურადღებით ვართ, რადგან სროლები კვლავ მიმდინარეობს. მიმდინარეობს ძებნა ქიმიური იარაღების და ბალისტიკური რაკეტების, რათა კადაფის ძალებმა მისი გამოყენება ვერ მოახერხონ", - აღნიშნულია ნატო-ს განცხადებაში.
ეგახსენებთ, რომ მეამბოხეებმა წუხელ ტრიპოლში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია შტურმით აიღეს და იქ ახალი დროშა აღმართეს. თუმცა, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ტრიპოლის დაცემის მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც მუამარ კადაფიმ ტრიპოლში მდებარე მისი რეზიდენციის შტურმით აღების შემდეგ გაკეთებულ რადიომიმართვაში განაცხადა, ის მზადაა გამარჯვებისთვის სიკვდილის ფასადაც იბრძოლოს.
კადაფის მტკიცებით, მეამბოხეების მიერ რეზიდენციის აღებისას მისი მხარდამჭერების უკან დახევა მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი იყო და ეს ბრძოლიდან გასვლას არ ნიშნავს.
"წამება, სიკვდილი ან ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება", - აცხადებს ლიბიის მეთაური.