აშშ-ში მომხდარი მიწისვძრის გამო ნიუ-იორკში ჯონ კენედის სახელობის აეროპორტი დაიკეტა. ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით, ასევე დაკეტილია ნიუარკის აეროპორტი ნიუ-ჯერსის შტატში.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტებში მიმდინარეობს კოშკებისა და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების შემოწმება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა განცხადებით, ფრენები უახლოეს საათებში აღდგება.
დაზუსტებული ინფორმაციით, აშშ-ში მიწისძვრის სიმძლავრემ 5,9 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ში ვირჯინიის შტატში მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევაკუირებულია კაპიტოლიუმი სადაც კონგრესია განთავსებული და პენტაგონი.
მიწისძვრის ეპიტცენტრი ქალაქ მინერალიდან 15 , ხოლო ვაშინგტონიდან 139 კმ-ში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ჩრდილოეთ კაროლინასა და სხვა შტატში. ბიძგები 6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.