აშშ-ში ვირჯინიას შტატში 5.8 მაგნიტუტის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ევაკუირებულია კაპიტოლიუმი სადაც კონგრესია განთავსებული და პენტაგონი.
მიწისძვრის ეპიტცენტრი ქალაქ მინერალიდან 15 , ხოლო ვაშინგტონიდან 139 კმ-ში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატში. ბიძგები 6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.