ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი და მისი ვაჟი მუჰამედი ტელეფონით რუს ბიზნესმენს, ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს ესაუბრნენ. როგორც ილუმჟინოვმა განაცხადა, კადაფი და მისი ვაჟი მუჰამედი ტრიპოლიში არიან.
"მე ტრიპოლიში ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებ. მინდა გამოვთქვა მადლიერება მსოფლიოს იმ ხალხების მიმართ, რომლებიც თანაუგრძნობენ ლიბიელ ხალხს", - განაცხადა კადაფიმ ილუმჟინოვთან საუბრისას.
კადაფი აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ამ დროისთვის ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრძოლები ისევ მიმდინარეობს. როგორც მეამბოხეები აცხადებენ, მათ მოახერხეს შესვლა კადაფის ბაბ ალ აზიზიას რეზიდენციაში და ტრიპოლის 90 % მათ დაქვემდებარებაშია.