დღეს გამთენიისას ინდონეზიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ სუმატრაზე, პროვინცია ლამპუნგში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 900 000 ადამიანი ცხოვრობს.
ინდონეზიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრში ბიძგების სიძლიერემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.