ნატოს მაღალჩინოსან როლანდ ლევუას განცხადებით, ნატო ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ძალების დაბომბვას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ კადაფი არ დანებდება და მისი ძალები წინააღმდეგობის გაწევას კვლავ შეეცდებიან.
"ჩვენი მისი ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა, რადგან კადაფის ძალები ბრძოლას კიდევ განაგრძობენ. მოვუწოდებთ კადაფს, რომ დანებდეს და შეწყვიტოს ბრძოლა", - განაცხადა ლერუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, კადაფის დასასრული მოახლოვდა და ძალიან მალე ლიბიის მმართველობა ხალხს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი 7 თვეა გრძელდება. ამ დროისთვის, კადაფის ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები ტრიპოლიში ხორციელდება. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ლიბიელი მეამბოხეების დასახმარებლად ნატო-ს ძალები კადაფის ძალებს სისტემატიურად ბომბავდნენ.