სარემონტო სამუშაოების გამო 24 აგვისტოს 10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ხარაბაძის, კოპცოვის, ზანდუკელის, გომარეთის, მესხეთის, ჩოჩუას, აბუსერიძის-ტბელის, სამგორის, მეველის, გუდარეხის, წულუკიძის, ყარყარაშვილის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.