მსოფლიო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ დომინიკ სტროს-კანს, სექსუალური ძალადობის ბრალდება, შესაძლოა, მოუხსნან. შესაბამისი შუამდგომლობით ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოს მანჰეტენის პროკურატურამ მიმართა.
დღესვე პროკურორები სასტუმრო "სოფიტელის" მოახლეს, ნაფისატუ დიალოს შეხვდებიან, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოსარჩელე მხარე მოლაპარაკებებზე არ გამოცხადდება, პროკურატურა ჩათვლის, რომ იგი საქმის განხილვით არ არის დაინტერესებული.
ანალიტიკოსების აზრით, საქმის დახურვის შემთხვევაში, საკუთარი უდანაშაულობის დაცვა დომინიკ სტროს-კანს, სავარაუდოდ, ისევ მოუწევს, თუმცა ამჯერად მშობლიურ პარიზში, სადაც ძალადობაში იგი ჟურნალისტმა ტრისტან ბანომ დაადანაშაულა.