გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, მუამარ კადაფი ლიბიის უკვე ყოფილი ლიდერია. "მუამარ კადაფი ლიბიის უკვე ყოფილი ლიდერია. ის ძალაუფლებას კარგავს და ამას თავადაც ხედავს", - განაცხადა მერკელმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ევროპა დაეხმარება ლიბიელ ხალხს დემოკრატიული ქვეყნის აშენებაში.
"საკონტაქტო ჯგუფი პარიზში შეიკრიბება და პირველ ნაბიჯებს განვიხილავთ", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
აღსანიშნავია, რომ ლიბიას უკვე ახალი სიმბოლიკა აქვს. ახალი დროშები ქალაქებში უკვე გამოფინეს.