გერმანულმა რესტორანმა Zum Gueldenen Stern-მა შვედეთის მეფის კარლ XVI გუსტავისა და მისი მეუღლის, დედოფალ სილვიას მომსახურეობაზე, რომლებიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ, უარი განაცხადა, - წერს BUNTE.de.
რესტორნის მფლობელის, ნადინ შელენგბერგის თქმით, ვიზიტის ფარგლებში შვედეთის მონარქი მის რესტორანს ეწვია, თუმცა იმ დროს რესტორანში ბანკეტი იმართებოდა. რესტორნის მფლობელმა დასძინა ისიც, რომ მან მეფე და დედოფალი ვერ იცნო.
"დაწესებულებაში ხალხმრავლობა გვქონდა და ცარიელი მაგიდაც რომ გქვონოდა, მომსახურე პერსონალი იმდენად დაკავებული იყო, რომ მაინც ვერ მოახერხებდნენ ახალი სტუმრების მომსახურეობას", - ასეთი კომენტარი გააკეთა შელენბერგმა. ამავდროულად, შელენბერგმა შვედეთის მეფერს ურჩია იტალიურ კაფეს წვეოდნენ, სადაც აივანზე მშვიდად ისაუზმებდნენ.
Zum Gueldenen Stern-ის მფლობელმა მეფეს და დედოფალს ბოდიშის წერილი გაუგზავა და რესტორანში მიიწვია, თუმცა აღნიშნულზე სამეფო კარს კომენტარი არ გაუკეთებია.