ხანძარი გაჩნდა გუშინ ღამე მახათას მთაზე. ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო და ხეებზეც გავრცელდა.
დამწვარია 3 ათას კვადრატულამდე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე 5 ერთეული სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი დაუდევრობაა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო ძლიერმა ქარმაც. იყო ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შეძლეს