ჯილეხის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟერად დაავადება სოფელ ბორბალოში მცხოვრებ მამა-შვილს გამოუვლინდა.
ჯილეხით ისინი სავარაუდოდ საქონლის გატყავებისას დაინფიცირდნენ.
45 წლის მამაკაცი და მისი 17 წლის ვაჟი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.