იაპონიის პრემიერ-მინისტრი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნაოტო კანი საკუთარ პოსტს 29 აგვისტოს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამ დღეს მმართველი პარტიის ლიდერის არჩევნები გაიმართება.
კანი არ აპირებს საკუთარ პოსტზე დარჩენას და პარტიის ლიდერად საკუთარი კადიდატის ხელახლა დასახელებას.