დღეს, 23 აგვისტოს, შოტლნდიელები ეროვნული გმირის, უილიამ უოლესის გარდაცვალების დღეს აღნიშნავენ. უოლესი ინგლისელებმა 1305 წლის 23 აგვისტოს ლონდონში სიკვდილით დასაჯეს.
სერ უილიამ უოლესი 1270 წელს პეიზლში, შოტლანდიაში დაიბადა. იგი იყო შოტლანდიელი პატრიოტი, რაინდი, რომელიც სათავეში ედგა ინგლისური ოკუპაციის წინააღმდეგობრივ მოძრაობას შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს.
უოლესი შოტლანდიის ისტორიაში უდიდეს გმირადაა მიჩნეული.