გერმანული ფონდის, Stiftung fur Zukunftsfragen-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ დანიელები ყველაზე ბედნიერი ევროპელები არიან. მეორე ადგილზე ბერძნები აღმოჩნდნენ.
გერმანიის მოსახლეობის ორი მესამედი თავს ბედნიერად მიიჩნევს, ხოლო ცხოვრების მიმართ ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება დანიელებმა აჩვენეს - მათი 93% ბედნიერია. დანიელთა შემდგომ ბერძნები ლიდერობენ - მათი 80% თავს ბედნიერად მიიჩნევს, შემდგომ მოდიან იტალიელები (79%), ფრანგები (77%), ჰოლანდიელები და ბრიტანელები (72%). საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (68%) ოდნავ ჩამორჩება ავსტრია (63%), თურქეთი და გერმანია (61%). ყველაზე ბოლო ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც რესპოდენტთა მხოლოდ 37% მიიჩნევს თავს ბედნიერად.
"თანხვდომა თითქმის ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა. ქალები, სოფლის მცხოვრებნი, წყვილები და ადამიანები კარგი შემოსავლებით გაცილებით ბედნიერები არიან, ვიდრე მამაკაცები, ქალაქის მცხოვრებლები, მარტოხელები და მცირეშემოსავლიანები. გამოკითხვაში, რომელიც თითქმის 14 წელია მიმდინარეობს, მონაწილეობა 13 ქვეყნის 15 ათასმა ადამიანმა მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევამ აჩვენა, რომ ფული აშკარად ბედნიერს ხდის ადამიანს: გამოკითხულთა 76%, რომელთა შემოსავალი თვეში 3600 ევროა, ბედნიერია თავისი ცხოვრებით, ვიდრე ადამიანები (45,1% ), რომლებიც თვეში 900 ევროზე მეტს არ იღებენ. A
ახალგაზრდები ყველაზე ცხოვრების მოყვარულები ( 73%) აღმოჩნდნენ, ბედნიერი პენსიონრები 63% არიან, ბავშვიანმა ოჯახებმა 60,9% შეაგროვეს, უშვილო წყვილები და მარტოხელები 58,6%-ით ასრულებენ ამ სიას.