ლიბიის გარდამავალი საბჭოს ლიდერის, მუსტაფა აბდელ ჯელილის განცხადებით, ტრიპოლიზი სრულ კონტროლს კადაფის მოწინააღმდეგეები ამ დრომდე ვერ ახორციელებენ. მისი თქმით, რამდენიმე რაიონზე კონტროლს კვლავ კადაფის ძალები ამყარებენ. ის ასევე ვერ ასახელებს კადაფის ადგილსამყოფელს.
"ჩვენთვის კადაფის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. არც ისიც ვიცით, ის ქვეყანაშია და თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება კადაფის ვაჟს საიფ ალ-ისლამს, ის "რევოლუციონერთა ხელშია და უსაფრთხოდაა", - განაცხადა ჯელილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მისი ლიდერად ყოფნა გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყაში მმართველობის შეცვლა ბოლომდე არ დასრულდება. ჯელილი იმედოვნებს, რომ კადაფი დანებდება ცოცხალი და სასამართლოს წინაშე წარდგება.
"რეალური გამარჯვება მოვა მაშინ, როდესაც კადაფის დავატყვევებთ", - განაცხადა ჯელილმა ბრიფინგის დასასრულს.