ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ს კორესპონდენტი, მეთიუ ჩანსი ავრცელებს. ევაკუაციის მიზეზი ტრიპოლიში ამ დრომდე მიმდინარე შეტაკებებია. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადასაყვანად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გემის მობილიზაცია მოახდინა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიაზე სრული კონტროლი მეამბოხეებმა დაამყარეს. ამ დროისთვის მეამბოხეები დედაქალაქის 90%-ზე მეტს აკონტროლებენ. ამ დრომდე ვერ დგინდება ლიბიის ლიდერ, მუამარ კადაფის ზუსტი ადგილსამყოფელი.
გარდა ამისა, უცხოური მედიის ინფორმაციით, ლიბიის პრემიერ-მინისტრი ალ მაჰმუდი და სახელმწიფო ტელევიზიის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი ტუნისში გაიქცნენ.