აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე ბათუმის ხელოვნების ცენტრის პროექტის ავტორს ვლადიმერ ხმალაძესა და სამშენებლო კომპანია „ანაგის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ლევან ვარშალომიძემ ისინი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა ბათუმის ხელოვნების ცენტრში დროულად და მაღალი სამშენებლო სტანდარტებით შესრულებული სამუშაოებისთვის.