აუზი და ინტენსიური ცურვა კბილებს აფუჭებს. როგორც ცნობილია, აუზში ცურვამ შესაძლოა კანის სიმშრალე და თმის ფერის შეცვლა გამოიწვიოს, თუმცა ნიუ-ორკის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აუზში ცურვა ასევე აფუჭებს კბილების ზედაპირს.
ეს, იმ შემთხვევაში ხდება, თუ აუზს არასათანადოდ უვლიან და pH-ის დონე წყალში დასაშვებ ზღვარზე მაღალია.
თუ ცურვისას, ხდება თვალების აცრემლიანება, არის ცხვირის ქავილის სიმპტომები და წყალს აქვს სპეციფიკური სუნი, მაშინ ადვილად შეიძლება იმის დასკვნა, რომ წყალში pH-ის დონე მაღალია.
pH-ის მაღალმა დონემ კი, შესაძლოა, კბილებზე უარყოფითი ზემოქმედება გამოიწვიოს.