მუამარ კადაფი ალჟირში გაიქცა. ამის შესახებ ცნობას BBC ავრცელებს.
ლიბიელი მეამბოხეების ლიდერი კი აცხადებს, რომ არავინ იცის კადაფის ზუსტი ადგილმდებარეობა.
მისი თქმით, რამდენიმე საათის წინ დააკავეს კადაფის დაცვის უფროსი. მისი აყვანა მაშინ მოხდა, როდესაც გაქცევას ცდილობდა.
ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი მეამბოხეებმა დილით დაიკავეს. ისინი კონტროლს ქალაქის 90 პროცენტზე ამყარებენ, თუმცა ამ დროისთვის კადაფის რეზიდენციასთან ბრძოლები მაინც მიმდინარეობს.