საგარეჯოს რაიონის ოთხი სოფელი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი.
როგორც"ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, მიზეზი სტიქია გახდა, რამაც სოფლებში - შიბლიანი, ყანდაურა, ბადიაური და ბოგდანოვკა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და ქსელი მთლიანად განადგურდა,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ჩალათაშვილის თქმით, აღნიშნულის გარდა ძლიერმა წვიმებმა წალეკა სოფლების შიდა საუბნო გზებიც.
"რაც შეეხება შიბლიანის ხიდს, იქ შემოვლითი სამანქანო გზა გაკეთდა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ძალიან დიდი იქნება. ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია უკვე მუშაობს", - განმარტავს ჩალათაშვილი.